ქორეოგრაფთა კავშირი

„ქართული ცეკვის დღეები“ დასრულდა

ფესტივალი „ქართული ცეკვის დღეები“ 14 ოქტომბერს გალა-კონცერტით დასრულდა. სამი დღის განმავლობაში მაყურებელმა იხილა როგორც ცნობილი, ისე სულ ახალი ანსამბლების გამოსვლები — ქართლური, აჭარული, ხევსურული და მთიულური ცეკვები. ფესტივალის ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა ახალგაზრდა ქორეოგრაფების ნამუშევრები. კავშირი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, მოხალისეს და მაყურებელს. ფოტოები უკვე ხელმისაწვდომია გალერეაში.