ქორეოგრაფთა კავშირი

ანსამბლი „ირაო“ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე

ანსამბლი „ირაო“ ევროპულ ფოლკლორულ ფესტივალზე საქართველოს წარმოადგენდა. ანსამბლმა სამი პროგრამა აჩვენა, მათ შორის ახალი დადგმა მთის ცეკვების მოტივებზე. გამოსვლა ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა. ვიდეო ჩანაწერები გალერეის ვიდეო განყოფილებაშია.

ქართველი ქორეოგრაფები საერთაშორისო სემინარზე

კავშირის ხუთმა წევრმა ცეკვის პედაგოგიკის საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარზე განიხილეს ხალხური ცეკვის სწავლების თანამედროვე მეთოდები. მონაწილეები მიღებულ გამოცდილებას შემოდგომის მასტერკლასებზე გაუზიარებენ კოლეგებს.