ქორეოგრაფთა კავშირი

„ირაო“

ანსამბლი „ირაო“ 1998 წელს თბილისში დაარსდა. დღეს მასში 40-მდე მოცეკვავე და ცოცხალი მუსიკის ჯგუფი მონაწილეობს. ანსამბლის რეპერტუარის საფუძველია მთის ცეკვები — ხევსურული, მთიულური და თუშური. ბოლო წლებში „ირაო“ საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგენდა.