კავშირის ისტორია
ქორეოგრაფთა კავშირი 1991 წელს ქორეოგრაფებისა და ანსამბლების ხელმძღვანელების ინიციატივით შეიქმნა. მიზანი იყო, რთულ წლებში შენარჩუნებულიყო ქართული ცეკვის სასცენო ტრადიცია და პროფესიული საზოგადოება. დღეს კავშირი 300-ზე მეტ წევრს და 60-მდე ანსამბლს აერთიანებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ვატარებთ ფესტივალებს, კონკურსებს და მასტერკლასებს, ვამზადებთ პედაგოგებს და ვინახავთ ქართული ცეკვის არქივს.