ქორეოგრაფთა კავშირი

პედაგოგ ქორეოგრაფთა ინსტიტუტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

პედაგოგ ქორეოგრაფთა ინსტიტუტში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა. პირველკურსელებს მიესალმნენ ინსტიტუტის პედაგოგები და კავშირის გამგეობის წევრები. წლევანდელ პროგრამაში ორი ახალი კურსია: თანამედროვე ქორეოგრაფია და სცენური მოძრაობა. მიღების პირობები და განრიგი ინსტიტუტის გვერდზეა.

მასტერკლასების ციკლი რეგიონებში

კავშირი შემოდგომაზე რეგიონული მასტერკლასების ციკლს იწყებს. პედაგოგები ათ ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ ქორეოგრაფებთან ერთად იმუშავებენ ხალხური ცეკვის მეთოდიკაზე. განრიგი ღონისძიებების კალენდარშია; მონაწილეობა უფასოა, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ორგანიზატორთან.