ქორეოგრაფთა კავშირი

მასტერკლასების ციკლი რეგიონებში

კავშირი შემოდგომაზე რეგიონული მასტერკლასების ციკლს იწყებს. პედაგოგები ათ ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ ქორეოგრაფებთან ერთად იმუშავებენ ხალხური ცეკვის მეთოდიკაზე. განრიგი ღონისძიებების კალენდარშია; მონაწილეობა უფასოა, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ორგანიზატორთან.